მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა - NOVA

ნოვა

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია NOVA საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია "ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა!"

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია მრავალი წელია ქართულ პროდუქტს ევროპული სტანდარტითა და ინვესტიციებით ქმნის.

"საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა1991 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1991 წლიდან ქართველი ხალხი ცდილობს დაიცვას სწორედ ის ღირებულება, რომელიც ამ სიტყვებშია გადმოცემული: " მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი"

ჩვენ მრავალი წელია ევროპული სტანდარტებითა და ინვესტიციებით ვქმნით ქართულ პროდუქტს, სწორედ ეს ღირებულებები გვაერთიანებს ნოვას 1000-ზე მეტ თანამშრომელს, სწორედ ეს ღირებულებები ქმნის კომპანია ნოვას. ვგმობთ ძალადობას, გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა!" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები