მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას" - DRI

DRI

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გმობს ყველა ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. ეს ორგანიზაციები არიან: ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“ , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ა(ა)იპ „საფარი“, ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

"ჩვენი ორგანიზაცია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო რამდენიმე ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს.

ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობას და არსებობას, არამედ იმ მოქალაქეებსა და მოწყვლად ჯგუფებს, რომელთათვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება.

ვგმობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. გვჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირება ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი წესრიგის საფუძველია.

ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ყველა ორგანიზაციასა და მათ თანამშრომლებს, რომლებიც განაგრძობენ საქმიანობას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის დასაცავად",- აცხადებენ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები