მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vian-ი განცხადებას ავრცელებს

ვიან
29.03.24 18:00
866

სააქციო საზოგადოება „ვიანის“ სუს-ის მიერ გამოვლენილი კორუფციული გარიგების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

„სააქციო საზოგადოება „ვიანი“ გამოვლენილ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით, პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან. კომპანია განმარტავს, რომ საქმეში ბრალდებული პირები არ იყვნენ ვიანის თანამშრომლები. მათი, როგორც გარე კონტრაქტორების მუშაობის სქემა კომპანიისთვის სრულებით უცნობი იყო, რამაც ვიანს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა. ვიანი განაგრძობს თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან და, თავის მხრივ, აპირებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა დარღვეული უფლების აღდგენისა და მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით. კომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება“, - ნათქვამია „ვიანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები