მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს - Black Sea Arena

Black Sea Arena

The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით Black Sea Arena ბოდიშს იხდის.

“გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია”,- წერია Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა The Killers-მაც.

“არ გვსურდა არავის წყენა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით" - წერს ჯგუფი Facebook გვერდზე.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეო მასალა  Black Sea Arena-ზე მიმდინარე The Killers-ის კონცერტიდან, სადაც მაყურებელთა ნაწილი პროტესტს გამოხატავს. ჩანაწერებში ჩანს, რომ აუდიტორიის პროტესტი გამოიწვია ჯგუფის სოლისტის მიერ დარბაზიდან სცენაზე დრამერის აყვანას, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა მისაღები იყო თუ არა მათთვის ის, რომ შერჩეული დრამერი რუსი აღმოჩნდა. ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები