მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცემერი: მეტროს რეაბილიტაცია, რომელიც კალაძემ დაიწუნა, წინა მერის პირობებში დაიწყო

5c88f959d9403
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.19 18:00
963
მეტროს რეაბილიტაცია, რომელიც კალაძემ დაიწუნა, წინა მერის პირობებში დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს.

საუბარია მეტროსადგურ "ავლაბარზე", სადაც გუშინ დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. დღეს კი, კახა კალაძეm განაცხადა, რომ მეტროს ქვედა ვესტიბიულის რეაბილიტაცია და მოდერნიზება მიმდინარეობს, მაგრამ ეს არაა ის, რასაც ისინი მოსახლეობას დაhპირდნენ.

კალაძის თქმით, მათთვის მიუღებელია კოსმეტიკური შეკეთება და უგემოვნოდ, იაფფასიანი მასალით მოპირკეთება, რაც არაფერს ცვლის.

ვიცემერი ირაკლი ხმალაძე განმარტავს, რომ ავლაბრის მეტროსადგურის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია კალაძის მერობამდე გაიცა და საქმე არ გვაქვს იმ შემთხვევასთან, როცა მერიას მის მიერვე გაცემული დოკუმენტი არ მოსწონს.

“ავლაბრის" მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია და ვიზუალური ნაწილი მიღებულია მანამ, სანამ ბატონი კახა მოვიდოდა თბილისის მერიაში. ანუ აქ საქმე არ გვაქვს იმასთან, რომ ჩვენ ჩვენივე მიღებული დოკუმენტი არ მოგვწონს.

მიმდინარე რეაბილიტაციის დათვალიერების დროს მეც დამრჩა ის შთაბეჭდილება, რაზეც დედაქალაქის მერმა გააკეთა განცხადება. ვიზუალურად არის დასახვეწი.
ჩვენი იდეა არ არის თბილისის მეტროს ვესტიბიულების კოსმეტიკური რემონტი, ჩვენი იდეა არის, რომ მოხდეს სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზება.

ვიზუალური ნაწილის შესრულება უნდა მოხდეს ისეთი არქიტექტურით, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს. კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება, არ არის ჩვენი მეთოდი”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები