მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცეპრემიერი: ანაკლიის პორტის არცერთი ინვესტორის რეპუტაცია არ შეგვილახავს

5c9756272a464
ლიკა გურაბანიძე
24.03.19 14:03
746
„არცერთი ინვესტორის რეპუტაციის შელახვას ადგილი არ ჰქონია და ჩემი მხრიდან გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია პირველ რიგში ანაკლის კონსორციუმის მიერ მოწოდეულ ინფორმაციას ემყარებოდა,“ - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ფორბსის კვირაში გიორგი ისაკაძესთან ერთად“ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, სახელმწიფო პროექტის განხორციელებით დაინტერესებულია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ქვეყანას სჭირდება.

„დღევანდელი მამუკა ხაზარაძის განცხადებაც სწორედ ის პრობლემაა, რაზეც ვსაუბრობ. სამწუხაროდ, ეს არის პრობლემა როდესაც ვამბობ, რომ ხაზარაძე ნახევრად სიმართლეს ლაპარაკობს. მას აქვს მცდელობა კონსორციუმის კონტრაქტორები მის ინვესტორებად წარმოაჩინოს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის პორტში შემოდის არა SSA Marine, არამედ SSA International, რომელიც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

"ანაკლიის პორტში შემოდის არა SSA MARINE, არამედ მისი პარალელური კომპანია - SSA INTERNATIONAL"

"ხდება ჩვენი პარტნიორების დაკნინება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები