მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცეპრემიერი: "ანაკლიის პორტის პროექტისთვის დამაზიანებელი ბევრი მოსაზრება გაჩნდა"

5c93679dccf48
ლიკა გურაბანიძე
21.03.19 14:29
713
„ანაკლიის პორტის მიმართ ძალიან ბევრი სრულიად უსაფუძვლო კითხვა, ვერსია, სპეკულაცია და უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტისთვის დამაზიანებელი მოსაზრებები გაჩნდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, სპეკულაციები ძირითადად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

„ჩანს, რომ უკვე ძალიან აქტიური კამპანია მიმდინარეობს იმისთვის, რომ ამ პროექტის ირგვლივ არასწორი საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას და ასევე შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერებული. სწორედ ამიტომ მე პარლამენტს მოსმენასთან დაკავშირებით თოხვნით მივმართე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები