მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცეპრემიერი: კომპეტენციის ნაკლებობაც გვაქვს, შესაძლოა, კორუფციის შემთხვევებიც გვქონდეს

5c6d7de644d52
დათო ჯალაღონია
20.02.19 20:18
1124
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციას ურჩევს, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის სამშენებლო პროცესში შექმნილი პრობლემები არ განაზოგადოს.

ამის შესახებ მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც სამტრედია–გრიგოლეთის გზის მშენებლობის გეგმასთან ჩამორჩენას ეხებოდა.

„როგორც გითხარით, იყო თუ არა კორუფცია, ამის შესწავლა სხვა ორგანოების პასუხისმგებლობაა და დარწმუნებული ვარ, ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს გასცემენ ამ კითხვას. კომპეტენციის ნაკლებობაც გვაქვს, შესაძლოა, კორუფციის შემთხვევებიც გვქონდეს, თუმცა არ გავაკეთებდი განზოგადებას – სამტრედია–გრიგოლეთის პროექტი არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც გვაქვს საქართველოში პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით და ერთი პროექტის გავრცელება 2018 წელს 1200–ზე მეტ პროექტზე და 2019 წელს კიდევ უფრო მეტ პროექტზე, სამართლიანი არ იქნებოდა, ამიტომ ამ მიმართულებით, ყველას მოვუწოდებდი – როგორც ჩვენს სამთავრობო უწყებებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ, მეტად ვიზრუნოთ ჩვენი კომპეტენციის გაზრდაზე, ასევე, დავეხმაროთ კონტრაქტორებს იმისთვის, რომ თავისი პასუხისმგებლობა უკეთ შეასრულონ“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები