ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მას ფოთის პორტის ინვესტორებთან მათი გეგმების შესახებ კომუნიკაცია არ ჰქონია. ამის შესახებ ცქიტიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"APM ტერმინალსის მხრიდან, არა მხოლოდ შარშან დეკემბერში, არამედ ძალიან ბევრი წლების განმავლობაში, სხვადასხვა კომუნიკაციის არხით, ცხადდება მათი მხრიდან მათი განზრახვების თაობაზე, რომ გაფართოვდეს ტერმინალი, მოხდეს მისი რეორგანიზაცია, რეკონსტრუქცია. ამ ეტპზე ეს მხოლოდ გეგმებია კვლავ და როგორც უკვე ამ თემაზე ვისაუბრეთ, მე პირადად კომუნიკაცია არ მქონია, ვინაიდან არც ჩვენი უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. რაც შეეხება უშუალოდ ბრძანებას და იმ პროცესს, ამაზე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი", – განაცხადა ვიცე–პრემიერმა.

























