ვიდეო წარმოების კომპანია "ლიმონში" ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
კომპანია ქსნის ქუჩაზე 12 ნომერში მდებარე ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. დამატებით დეტალებს bm.ge შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, გადაღებები მიმდინარეობდა, რა დროსაც კომპანიაში საგამოძიებო უწყების თანამშრომლები შევიდნენ, გამოუშვეს და ატარებენ ჩხრეკას.
შპს "ლიმონი" ამერიკის სამთავრობო სააგენტოს USAID-ის დაფინანსებით მუშაობს და ვიდეორგოლებს ქმნის.
კომპანიის წილის 100%-ს გიორგი ოკმელაშვილი ფლობს და თავადაა დირექტორიც. bm.ge-ის არა ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ ოკმელაშვილი ამ ეტაპზე დაპატიმრებულია.
არსებული ინფორმაციით, "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე პირების კომპანიებში: მეტაში, ოგილვიში, ედ ბლექ სიში, ვოთერგანზში საგადასახადო სამსახური შემოწმებას გეგმავს.
ედ ბლექ სის დამფუძნებელი, ვატო ქავთარაძე bm.ge-სთან ადასტურებს, რომ გუშინ დაურკეს და აცნობეს, რომ ფინანსური პოლიცია შესვლას გეგმავს, მაგრამ ჯერ, კომპანიაში არავინ გამოჩენილა.