საქართველოს ბევრად უკეთესი მომავალი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე დღევანდელი ტენდენცია გვიჩვენებს. თვითგანვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის პატრონობაზე პასუხისმგებლობის აღებით, შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ ნახევრად თავისუფლება, სიღარიბე, გათითოკაცება, არასაკმარისი განათლება და სხვა სისუსტეები. შეგვიძლია გავხდეთ თავისუფალი, მაღალი სულიერების მქონე, განათლებული, ეკონომიკურად განვითარებული და თავდაცვისუნარიანი ერი.