მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიძიებთ ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, მიზანი ხელისუფლების დამხობაა - სუს-ი

ივანიშვილი
24.07.24 10:12
621

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მორიგ ფაქტს იძიებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების მიერ ივანიშვილი მკვლელობის მომზადების ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ლიდერების ლიკვიდაციის მომზადების შესახებ სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე პირველად 23 ივლისს მამუკა მდინარაძემ გააკეთა. უწყების მიერ ოფიციალური განცხადება კი დღეს გამოქვეყნდა.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები