ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში Telegram-ი აიკრძალება, რადგან საკომუნიკაციო პლატფორმის მესვეურები სახელმწიფოსთან არ თანამშრომლობენ.
სახელმწიფო მოკვლევის თანახმად, ადგილობრივ კანონმდებლობას Telegram-ში ვიეტნამიდან რეგისტრირებული ჯგუფების და არხების 68% არღვევს, ხოლო Telegram-ის მენეჯმენტი ვითარების გამოსწორებას არ ცდილობს. ოფიციალური ჰანოი რამდენიმე დანაშაულს ასახებელებს, მათ შორისაა თაღლითობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმიანობები.
თავად ბრალდება, რომელსაც ვიეტნამის ხელისუფლება Telegram-ის მიმართ აყენებს არახალია, მეტის — ეს ზუსტად ისაა, რის რისთვისაც საფრანგეთის ხელისუფლებამ კომპანიის დამფუძნებელი, პაველ დუროვი დააკავა. როგორც Telegram-ში ამბობენ, საკომუნიკაციო პლატფორმა ვერ ხედავს ადამიანებს შორის მიმდინარე საუბარს, რადგან ის ორმხრივადაა დაშიფრული, მაგრამ მესიჯები ღიაც რომ იყოს, ჩარევას ისინი არც ამ შემთხვევაში გეგმავენ, რადგან ეს Telegram-ის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი საფრანგეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2024 წელს დააკავა. პროკურატორა მილიარდერს თორმეტ დანაშაულს ადანაშაულებს, რომელთა შორის ტერორიზმის ხელშეწყობას, ბავშვების ტრეფიკინგს და სექსუალური შინაარსის კონტენტის არალეგალურ გავრცელებას ვხვდებით. საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესი სულ მცირე ერთი წელი არ შედგება. დანაშაულები, რომლებიც პაველ დუროვს ბრალად ედება, საკმაოდ მძიმეა და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ მიდგომას, რომელიც Telegram-ის დამფუძნებელს მისი პლატფორმის მიმართ დაკავებამდე ჰქონდა.
პაველ დუროვი ცნობილი რუსი ანტრეპრენიორია, რომელმაც Facebook-ის რუსული ანალოგი, VKontakte შექმნა. ამერიკული Bloomberg-ის შეფასებით დუროვი $13.7 მილიარდის ქონებას ფლობს. დაკავებამდე, მილიარდერი დუბაიში ცხოვრობდა, მაგრამ დაკავების და $5.2-მილიონიანი გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, პარიზში იმყოფება, რადგან საფრანგეთის დედაქალაქის დატოვება, მთავრობის მიერ დაშვებული გამონაკლისების გარდა, აკრძალული აქვს. პაველ დუროვი რუსეთის, საფრანგეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და სენტ-კიტსის და ნევისის მოქალაქეობას ფლობს.



























