მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიღაცას ამ "ფეიკ" წერილის ავტორობა რომ არ დაებრალებინა, გახარია ამ საქმეში საერთოდ არ იქნებოდა"

5c9511ca310e1
ლიკა გურაბანიძე
22.03.19 20:47
728
„ვიღაცას ამ „ფეიკ“ წერილის ავტორობა რომ არ დაებრალებინა, გახარია ამ საქმეში საერთოდ არ იქნებოდა“, - ამის შესახებ შსს-ს მინისტრმა გიორგი გახარიამ tv „პირველის“ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა.

„მთავრობა წერილის თემასთან დაკავშირებით ზუსტად ისე ფრთხილად გააგრძელებს მოქმედებას, როგორც ბანკთან დაკავშირებით მოქმედებდა. მე ამ წერილს “ფეიკ“ წერილს ვუწოდებ და მინდა ეს სიტყვა დავამკვიდროთ. სწორედ ეს „ფეიკ“ წერილი, რომ არ ყოფილიყო და ვიღაცას ჩემთვის მისი ავტორობა არ დაებრალებინა, გიორგი გახარია ამ თემაში საერთოდ არ იქნებოდა. სწორედ ამის შემდეგ გავხდი იძულებული, უბრალოდ ჩამეხედა დოკუმენტებში და მენახა რა ხდება, თან დამეთანხმებით, რომ ეკონომიკური გამოცდილება მაქვს“, -  განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრი ირწმუნება, რომ მას წერილი არ დაუწერია და არც მამუკა ხაზარაძისთვის გაუგზავნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები