უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე კრწანისი ვილა რეზიდენსი ნომინაციაში „დაბალი საცხოვრებელი შენობები“ ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა. დაჯილდოვების ცერემონიამდე კომპანიამ ასევე მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „მწვანე ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი პროექტები გააცნეს. ღონისძიება FIABCI Georgia-ს, Property Georgia-სა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად გაიმართა და მისი მიზანია, საქართველო საერთაშორისო რუკაზე პოზიციონირებდეს, როგორც მაღალი დონის, საინტერესო პროექტების განმავითარებელი ქვეყანა.
სტუმრები: ბექა ფაშალიშვილი - "ვილა რეზიდენსის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კესო კაციტაძე - "ვილა რეზიდენსის" საზოგადოებასთან ურთოერთობების მენეჯერი.