მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვილა ვეჯინი“ ზაფხულისთვის ემზადება - რა სიახლეები ელოდებათ დამსვენებლებს?

ვილა ვეჯინი

თბილისიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში, სოფელ ვეჯინში მდებარე ტურისტული ობიექტი “ვილა ვეჯინი” უკვე ერთი წელია, არაერთი ადამიანისთვის განტვირთვისა და დასვენების გამორჩეულ ადგილად იქცა. რა სიახლეებს უმზადებს დამსვენებლებს ტურისტული ობიექტი ზაფხულის სეზონისთვის? ამ თემაზე „ქალები ნარატივში“ „ვილა ვეჯინის“ დამფუძნებელმა, თათია გაბისიანმა ისაუბრა.

„განვლილი ერთი წელი საკმაოდ დატვირთული იყო დამსვენებლების კუთხით. მომართვიანობა საკმაოდ მაღალი იყო ზამთრის პერიოდშიც, რაც ჩვენი ტურისტული სივრცის დედაქალაქთან სიახლოვე და „ვილა ვეჯინში“ არსებული მაქსიმალური კომფორტი განაპირობებს. გვყავს სტუმრები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის აჭარიდანაც და მრავლად არიან უცხოელი დამსვენებლებიც, ფრანგები, იტალიელები და ა.შ. ამ ეტაპზე „ვილა ვეჯინის“ დატვირთულობა 70%-ია,“ - აღნიშნა თათია გაბისიანმა.

მისი თქმით, „ვილა ვეჯინის“ სივრცეში 2 მთავარი ნაგებობა დგას. ერთი 2 ადამიანზე გათვლილი კოტეჯია, მეორე კი 6 ადამიანზე გათვლილი. გარდა ამისა სივრცეში წარმოდგენილია საუნა, ჯაკუზი. ცალკე ნაგებობა ეთმობა სამზარეულოს, საიდანაც სტუმრებს კვების სერვისს სთავაზობენ. გარდა არსებული სერვისებისა, „ვილა ვეჯინი“ დამსვენებლებს სიახლეებსაც უმზადებს.

„ჩვენ 2000 კვადრატ ტერიტორიას ვფლობთ, რომლის სრულად ასათვისებლად ახლა რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. მაისია ბოლოსთვის უკვე დავასრულებთ გარე აუზის მშენებლობას, ასევე გარე მოსასვნებელ სივრცეს, წვეულებებისთვის სივრცეს , რომელიც 40 ადამიანზე იქნება გათვლილი და ღია კინოთეატრს,“ - განაცხადა თათია გაბისიანმა.

„ვილა ვეჯინში“ ორ ადგილიან კოტეჯში განთავსების ღირებულება 200 ლარია, ხოლო 6 ადამიანის განთავსების ღირებულება 700 ლარი. შეგახსენებთ, „ვილა ვეჯინი“ ტურისტული სივრცეა, რომელიც 1 წლის წინ თბილისიდან 3 კილომეტრში გაიხსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები