მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Villa Villekulla - ეზოს სათამაშო სახლები ქართული ბრენდისგან

5b3dbfe9081e4
კესო კაციტაძე
05.07.18 10:50
3440
ქართული ბრენდი ‘ვილა ვილეკულა’ ბავშვებისთვიის ეზოს ეკოლოგიურად სუფთა სახლებს ამზადებს, რომელიც ფიჭით და უმაღლესი ხარისხის წყლის საღებავებით მზადდება.

ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს თავად შეარჩიოს სახლის დიზაინი, რომელიც სხვადასხვა გასართობი მოწყობილობებით არის აღჭურვილი.

"ვილა ვილეკულა" განსხვავებულია, რადგან მზადდება ინდივიდუალური დიზაინით, რომელიც დამკვეთთან თანხმდება. ვითვალისწინებთ მათ ყველა სურვილს და ნებისმიერ დეტალს, რადგან კონსტრუქციები არ არის ქარხნულ სტანდარტებზე მორგებული“, - აღნიშნა BM.GE–სთან საუბრისას ბრენდის დამფუძნებელმა სალომე ლომაიამ.
ამჟამად გაყიდვები საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სამომავლოდ იგეგმება, რომ ეზოს კონსტრუქცია ზაფხულისთვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი და კომფორტული გახდეს.

ბრენდი ასევე ამზადებს სათამაშო ხის მაგიდებს და ეზოს ინვენტარს, ‘ვილა ვილეკულა’ –ს კონსტრუქციის ფასები საშუალოდ 2500 ლარიდან 3500 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები