ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი იმედოვნებს, რომ საფინანსო ზედამხედველობის საკითხი ხელახლა გადაიხედება. როგორც ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი სტრუქტურა საფინანსო ზედამხედველობისთვის არ სჭირდება.
"EBRD-მა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, როდესაც საბანკო ზედამხედველობის საკითხი იქნა განხილული. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხების განხილვა EBRD-ის შეხვედრისას თბილისში, ამ დროს ლარის დევალვაცია ხდებოდა და გარკვეული შიშები არსებობდა.
ჩვენ ვერ გავიგეთ მიზეზი, რატომ გვჭირდებოდა დამოუკიდებელი ორგანო, იმის განსახორციელებლად რაც ეფექტურად კეთდებოდა ეროვნული ბანკის მიერ.
საქართველო არის პატარა ქვეყანა, შეზღუდვები აქვს ბიუჯეტის თავლსაზრისით და მას არ სჭირდება დამოუკიდებელი სტრუქტურა იმ ქმედებებისთვის, რომელიც ისედაც სწორად მიდოდა.
ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი განხილვები ამ მიმართულებით იქნება ხელახლა გადახედილი და შეგვიძლია გავაგრძელთ იმ მიმართულებით სვლა რასაც ეხლა ვაკეთებს", - განაცხადა ბალვანერამ.
შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხს ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. გასულ კვირას კი ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი ამოწურულია და "ყველა თანხმდება, რომ საფინანსო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დარჩება".

























