მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებ, საბერძნეთში ქართველების სეზონური დასაქმების პაკეტზე წელს შევთანხმდებით - ელჩი

606079344707b
BM.GE
29.03.21 09:40
1980
გერმანიის შემდეგ კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ქართველების სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება იგეგმება საბერძნეთია. ამ მიზნით საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ბერძნულ მხარესთან. საბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის პროგრამის ამოქმედების შესახებ მოლაპარაკების მიმდინარეობას ადასტურებს და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები პროგრამის საბოლოო პაკეტზე მიმდინარე წელს შეჯერდებიან.

„მე შევხვდი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიას. მან ამიხსნა, რომ ყოვლისმომცველი გეგმა აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს იქნება თანამშრომლობის მემორანდუმის მაგვარი, იგივე პირობებით, რასაც გერმანიასთან მოეწერა ხელი. ახლა როგორც ვიცი, პირდაპირი კავშირი არსებობს - საბერძნეთის მთავრობასა და სამინისტროს შორის.

ჩვენ სერიოზულად ვფიქრობთ ამაზე, ვინაიდან ჩვენც გვაქვს სეზონური მუშახელის საჭიროება. კარგად ვიცნობთ ქართველებს. ბევრ ფაქტორია გადასაწყვეტი, ანაზღაურება, დაზღვევა და ა.შ. ასე რომ, ვიმედოვნებ, შევთანხმდებით საბოლოო პაკეტზე და მას ვიხილავთ 2021-ში“, - აცხადებს დიპლომატი Forbes-კვირასთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები