"ვიმედოვნებთ, ბირჟა ამუშავდება" - ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული ბირჟის ამუშავების იმედი აქვს. სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი მიჩნევს, რომ პირველ დღეებში არშემდგარი გარიგებები ბირჟაზე ვაჭრობის ნებაყოფლობითი პრინციპით არის განპირობებული. ბირჟის ამუშავების იმედი აქვს კერძო სექტორსაც, თუმცა ჯერ სექტორი მაინც დაკვირვების რეჟიმშია და არც წამახალისებელი მექანიზმების ამოქმედების საჭიროებას გამორიცხავს. ენერგეტიკულ სექტორში განხილვის თემაა ინვესტორების ნაწილთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც. როგორია მთავრობის და კერძო სექტორის შეფასებები?