მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვიმედოვნებთ, "გოცირიძის" რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება”- თბილისის სატრანსპორტო კომპანია

61e58b1594feb
ანუკა ჯოხაძე
18.01.22 10:35
974
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება კონტრაქტორ კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო გაჭიანურდა და დამკვეთმა "გოცირიძის" მეტროსადგურის რეაბილიტაცია სხვა კომპანიას მიანდო.

როგორც დღეს BM.GE-თან სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი აცხადებს, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ივნისშია დაგეგმილი.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტრო "გოცირიძის" სადგურის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დროს შარშან გამოვლენილი დამატებითი სამუშაოების გამო იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მიმდინარეობს რეაბილიტაცია. ვიმედოვნებ, სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და განახლებული, გადახურული და შშმ პირებისთვის განკუთვილი ლიფტებით, მეტროსადგური გოძირიძე მგზავრებს მოემსახურება", - ამბობს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი.

ცნობისთვის, ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამ თბილისის მერიას პროექტი გაუძვირა. გაიზარდა მეტროსადგურის რეაბილიტაციის ღირებულება და ამ ეტაპზე ის 4.7 მლნ ლარია. ეს მეორე ხელშეკრულება, ითვალისწინებს პირველი ხელშეკრულების ნაწილის შესრულებას. ამასთან დაემატა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილ პრობლემებსაც მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები