მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, რომ ცხრა დათქმასთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება - ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის 9 დათქმასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული და შემდგომ ევროპული საბჭოს მიერ დადასტურებული დათქმების შესრულება საქართველოს უფრო სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის ესაჭიროება. “ეს ბრიუსელის სასიამოვნოდ არ არის”, - დასძენს ევროკავშირის ელჩი.

კითხვაზე, რამდენად შესამჩნევია ცხრა დათქმასთან დაკავშირებით მიმდინარე მუშაობა, ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მათი მიღება მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, თუმცა მთავარია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ფართო ჩართულობით გადადგას აუცილებელი სამოქმედო ნაბიჯები.

“ვიმედოვნებთ, რომ 9 დათქმასთან დაკავშირებით მუშაობა დაჩქარდება და ეს სამუშაო პროცესი იქნება ინკლუზიური და კონსტრუქციული და საქართველო იქნება შეფასებული ამ კრიტერიუმების მიხედვით და ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ უკვე საქართველო გადაინაცვლებს შემდეგ საფეხურზე, რაც მოლაპარაკებების პროცესის გახსნას გულისხმობს.

ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ რაც 9 დათქმა (ნაბიჯი) განისაზღვრა და საკმაოდ ადრეა შეფასებებისთვის. იმედი მაქვს რომ პროგრესი იქნება სწრაფი, რათა ქვეყანა შემდეგ საფეხურზე გადავიდეს,”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები