მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიმსჯელებთ კანონის შეჩერებასთან და კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით - მოსამართლე თევდორაშვილი

გიორგი თევდორაშვილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსულ კანონთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელებზე იმსჯელებს. სხდომის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა მოსამართლე თევდორაშვილმა, რომელმაც განაცხადა რომ დღევანდელ სხდომაზე საადავო ნორმის შეჩერების საკითხსაც განიხილავენ.

„დღეს სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, მსჯელობა გვექნება, იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც მხარეებს ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ. მათ შორის, შეჩერებასთან [დაკავშირებითაც უნდა ვიმსჯელოთ]“, - IPN-ის ინფორმაციით, აღნიშნა მოსამართლემ.

"რუსული კანონის" განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს განიხილავს პლენუმი - სასამართლოს სრული შემადგენლობა.

სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი:

  1. პრეზიდენტი;
  2. 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია;
  3. 38 ოპოზიციონერი დეპუტატი;
  4. ორი მედიაორგანიზაცია: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).

მოსარჩელეები მოითხოვენ "რუსული კანონის" გაუქმებას, რომელიც მმართველმა პარტიამ საზოგადოების დიდი ნაწილისა და დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები