მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმუშავებთ ფურშეტების, ივენთების და დღესასწაულების ორგანიზებაზე - “ჯინ ჰენდს ქიჩენის” გეგმები

ჯინ ჰენდსი

კომპანია “ჯინ ჰენდს ქიჩენი”, რომელიც ამჟამად საკვების ბოქსებს აწარმოებს, სულ მალე ქეითერინგის მიმართულებით მომსახურებას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, თიკო ჯინჭარაძემ "ქალების ნარატივში" სტუმრობისას განაცხადა, ამჟამად კომპაია რეპრენდინგის პროცესშია.

„დაახლოებით ორ თვეში არსებულ საქმიანობასთან ერთად ვიწყებთ ქეითერინგის მომსახურებას, რაც ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენთვის. ვიმუშავებთ ფურშეტების, ივენთების და დღესასწაულების ორგანიზებაზე, ვამატებთ დიაბეტურ და უგლუტეინო კონცეფციურ მენიუებსაც, რადგან, ამ მხრივ დიდი მოთხოვნა და ამავდროულად დეფიციტი დავინახეთ ბაზარზე“, - აღნიშნა თიკო ჯინჭარაძემ.

„ჯინ ჰენდს ქიჩენსის“ ძირითადი მიმართულება რებრენდინგის შემდეგ სწორედ ქეითერინგის მომსახურება იქნება, რომლის განხორციელებაში ახლად აშენებული მინი საწარმო და ახალი დანადგარებიც დაეხმარება.

„ჩემი ხარჯებით ავაშენე პატარა საწარმო, 40 კვადრატული მეტრი, რომელშიც 20 ათასი ლარის ინვესტირება მოვახდინეთ. საწარმოში ტექნიკის განახლებაც მოხდა. სწორედ ეს ახალი საწარმო დაგვეხმარება ქეითერინგის სერვისი სრულყოფილად დავნერგოთ და ჩვენი ბოქსების მიმართულებაც მეტად გავაფართოოთ და გავზარდოთ“, - განაცხადა თიკო ჯინჭარაძემ.

“ჯინ ჰენდს ქიჩენის” ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. თავდაპირველად კომპანიამ ღვინის და ჩაის სასაჩუქრე ნაკრებები შესთავაზა მომხმარებლებს, სააღდგომოდ ბრენდს დაემატა პასკები.

“ჯინ ჰენდ ქიჩენი” ამჟამად 6 სახეობის სასაჩუქრე ბოქსს სთავაზობს მომხმარებლებს, რომელთა საშუალო ღირებულება 70-დან 100 ლარამდე მერყეობს. ბოქსებში სრულიად ნატურალური, სახლში დამზადებული პროდუქტებია მოთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები