როგორც ცნობილია, მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე მისცა. ამ პერიოდში უნდა უზრუნველყოს ანაკლიის პორტის ინვესტორმა დაფინანსების მოძიება.
როგორც ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, მართალია კონსორციუმს ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა 15 ოქტომბრამდე მათ პრინციპული შეთანხმება უნდა მიაღწიონ საფინანსო ინსტიტუტებთან. იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, ცქიტიშვილი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი აუცლებლად აშენდება და პროექტს ან სხვა ინვესტორი ან სახელმწიფო გადაიბარებს.
„15 ოქტომბრამდე კონსორციუმმა და ბანკებმა უნდა მიაღწიონ რაღაც პრინციპულ შთანხმებას სესხის გაცემის პირობებზე. ასეთივე შეთანხმებები უნდა იქნას წარდგენილი კონსორციუმსა და პოტენციურ ინვესტორებთან საკუთარ ინვესტიციასთან დაკავშირებით, შესაბამისად 15 ოქტომბერს და წლის ბოლოს ჩვენ ვნახავთ, ეს ვადა ჯერ კიდევ არსებობს.
მაქსიმალურად დღესაც ვუდგავართ გვერდით კონსორციუმს. ჩვენ არ გვიძებნია და დღესაც არ ვეძებთ ალტერნატიულ კომპანიას. იმ შემთხვევაში თუ ვერ იქნება ეს ვალდებულებები შესრულებული და თანხები ვერ იქნება მოზიდული წლის ბოლომდე, შემდეგ ჩვენ მოგვიწევს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ რა გზით განვახორციელოთ ეს პროექტი.
ანაკლიის პორტი ყველა შემთხვევაში აშენდება. ამას აქვს ორი შესაძლო გზა.
იმ შემთხვევაში თუ კონოსრციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტში, მაშინ ჩვენ უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი, ვისაც ექნება მეტი ფინანსური რესურსი, მეტი შესაძლებლობა, უკეთესი რესურსები იმისთვის, რომ მოიზიდოს დაფინანსება.
ან სახელმწიფოს მოუწევს ამ პროექტის აშენება, რომ შემდგომში პარალელურად მოძებნოს კერძო ინვესტორი. სახელმწიფოს არ აქვს სურვილი ჰქონდეს სახელმწიფო პორტი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს პროექტი უნდა განხორციელდეს“-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

























