ბოლო სამი წლის განმავლობაში ჰენრი სამუელისმა საკუთარი ქონება 3-ჯერ და მეტად გაზარდა. 2022 წელს თუკი მისი ქონება დაახლოებით $6.7 მილიარდს აღწევდა დღეს უკვე $27.7 მილიარდს შეადგენს. ამისთვის გარკვეულწილად მადლობა უნდა გადაუხადოს მის “ანაჰაიმ დაკსს“ - NHL-ის ფრენჩაიზს, რომელიც 2005 წელს $70 მილიონად შეიძინა და თითქმის 1,800%-ით არის გაძვირებული მისი მფლობელობის პერიოდში, რომელიც ახლა $1.3 მილიარდად ფასდება.
სამუელისი Broadcom-ის, ჩიპების მწარმოებელი კომპანიის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელია, რომელიც სარგებელს იღებს ხელოვნური ინტელექტის ბუმისგან. მისი ნახევარგამტარული კომპანია, რომელიც ამ მზარდი ინდუსტრიისთვის აუცილებელ ტექნიკას აწარმოებს, აქციების ფასის ზრდით გამოირჩა - გასული წლის $163-დან აგვისტოს ბოლოს $279-მდე, მნიშვნელოვნად სჯობდა ისეთ კონკურენტებს, როგორიცაა Nvidia, Qualcomm და AMD.
ამ ზრდამ სამუელისი ამერიკის უმდიდრესი სპორტული გუნდების მფლობელების რეიტინგში მე-4 ადგილზე აიყვანა, მას შემდეგ, რაც 2024 წელს 8-ე იყო, 2023-ში 12-ე და 2022-ში 16-ე.
სამუელისი ერთადერთი არ არის, ვინც საჯარო ბაზრებზე დიდ მოგებას ნახულობს. “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” მფლობელი სტივ ბალმერი, რომელიც უკვე მეთერთმეტე წელია ზედიზედ ლიდერობს ამერიკულ სიას და აპრილში გლობალურ რეიტინგშიც პირველ ადგილზე იყო, Microsoft-ის აქციების 21%-იანი წლიური ზრდის წყალობით კიდევ უფრო წინ წავიდა. ბალმერის ქონება ახლა $153 მილიარდადაა შეფასებული - $35 მილიარდით მეტი, ვიდრე მეორე უმდიდრეს ამერიკელ მფლობელს, Walmart-ის მემკვიდრეს, რობ უოლტონს, რომელიც “დენვერ ბრონკოსს“ აკონტროლებს. მხოლოდ ექვს ამერიკელს აქვს ბალმერზე დიდი ქონება.
რობერტ პერამ, რომელიც ამ წელს მფლობელებს შორის მე-6 ადგილზეა $24 მილიარდით, ასევე ნახა უზარმაზარი ზრდა საჯარო ბაზრებზე. მისი 2003 წელს დაარსებული უსადენო აღჭურვილობის კომპანია Ubiquiti-ის აქციების ფასი აგვისტოს ბოლოს $528-მდე გაიზარდა, შარშანდელი $194-დან. ამასთან, პერას ქონებამ 140%-ით მოიმატა, რაც მას ერთადერთად აქცევს რეიტინგში, ვინც სამუელისის 64%-საც კი გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ მისი “მემფის გრიზლი“ NBA-ის ყველაზე ნაკლებად ღირებული გუნდია, ფრენჩაიზმა Forbes-ის ბოლო შეფასებით დაახლოებით $600 მილიონით მოიმატა და ახლა $3 მილიარდად ფასდება.
საერთო ჯამში, ამერიკის 20 უმდიდრესი სპორტული გუნდის მფლობელი $607 მილიარდადაა შეფასებული, რაც 20%-ით მეტია 2024 წლის $504 მილიარდთან შედარებით. მათ ხელშია საკონტროლო პაკეტები NBA-ის 11 გუნდში, NFL-ის 8-ში, MLS-ის 5-ში, NHL-ის 4-ში, ევროპული ფეხბურთის 2 კლუბში და თითო-თითო MLB-სა და ინგლისის ქალთა სუპერლიგაში.
ამ ექსკლუზიურ კლუბში შესვლა უფრო და უფრო რთულდება, ვინაიდან წლევანდელ ტოპ-20-ში მინიმალური ზღვარია $10.1 მილიარდი. ეს 53%-ით მეტია, ვიდრე სამ წლის წინ არსებული $6.6 მილიარდი.
“კლივლენდ კავალიერსის” მფლობელი დენ გილბერტი იყო ერთადერთი, ვისი ქონებაც წლევანდელ სიაში შემცირდა - 19%-ით, $26.7 მილიარდამდე. თუმცა მას ტოპ-20-დან გასვლა, მაინც არ ემუქრება. ჯამში კი 5 უმდიდრესი სპორტული კლუბის მფლობელის ვინაობა ასე გამოიყურება:
5. დენ გილბერტი - $26,7 მილიარდი
კლუბი: “კლივლენდ კავალიერსი”
4. ჰენრი სამუელი - $27,7 მილიარდი
კლუბი: “ანაჰეიმ დაქსი”
3. მირიამ ადელსონი - $37,9 მილიარდი
კლუბი: “დალას მავერიკსი”
2. რობ ვოლტონი - $118 მილიარდი
კლუბი: “დენვერ ბრონკოსი”
1. სტივ ბალმერი - $153 მილიარდი
კლუბი: “ლოს-ანჯელეს კლიპერსი”




























