ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ყიფიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, - წერს ლევან ყიფიანი.
ყიფიანი რკინიგზაში 2016 წლიდან მუშაობდა.
საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წესდების მიხედვით, საბჭოს წევრების რაოდენობა განსაზღვრულია 10 ადამიანით.
როგორც საქართველოს რკინიგზაში BMG-ს განუცხადეს, ამ დროისთვის საბჭოს შემადგენლობაში არიან: კოკა გუნცაძე, მიხეილ გოგიშვილი, გურამ გაბუნია, ლევან სურგულაძე, ოლეგ ბიჭიაშვილი, სტენლი კლიფორდ აიზეკი.