ბიზნესმენი ნიკოლოზ საკანდელიძე, რომლის სახლთანაც სავარაუდოდ აღმოჩენილია ხელყუმბარა, ხორცის ბიზნესით იყო დაკავებული, თუმცა გასული წლის აგვისტოდან, კომპანია "ჯორჯიან მით ფროდაქთ"-ში 50%-იანი წილი აღარ უფიქსირდება. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 100% ამჟამად მის ბიზნესპარტნიორს, ჯამბურა აჯიხალილ ოღლის ეკუთვნის. ეს უკანასკნელი კომპანიის დირექტორიცაა. თუმცა, საკანდელიძე მცირე 5%-იან წილს ფლობს შპს "ფრეშ მით ინდასტრიზში", სადაც ჯამბურა აჯიხალილ ოღლის პარტნიორად რჩება, ამ უკანასკნელის გარდა კომპანიის 20% ნუგზარ აჯიხალილ ოღლის, ხოლო 50% ვახტანგ ნიკოლეიშვილს ეკუთვნით.
გარდა "ფრეშ მით ინდასტრიზისა" საკანდელიძე ასევე ფლობს წილს 2006 წელს დაფუძნებულ შპს "ლუკაში", მას კომპანიის 18,7% ეკუთვნის. ამავე ოდენობის წილის მფლობელია კახაბერ წივწივაძე, 62,5%-იან წილს კი ზაზა აფხაიძეს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, თბილისში ქსნის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომლის კართანაც ხელყუმბარა იყო დადებული, სწორედ ბიზნესმენ ნიკოლოზ საკანდელიძეს ეკუთვნის.

























