მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის და კიდევ რა კომპანიებს ფლობს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც ₾3.5 მლნ-ის მითვისებისთვის დააკავეს

დაკავება

საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტის“ დირექტორი და თანამფლობელი დააკავა, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება, თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება ბრალად. დანაშაულებრივმა სქემამ ჯამში, 73 მოქალაქე დააზარალა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა დაკავებულის ვინაობას არ აკონკრეტებს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, საუბარია გიორგი გუჯაბიძეზე, რომელიც კომპანიის 49.99%-იანი წილის მფლობელია. იგი 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

რეესტრის მიხედვით, გუჯაბიძე კიდევ ფლობს შემდეგ კომპანიებს და წილებს შემდეგ კომპანიებში:

  1. შპს სოლიდ + - 2019 წელს რეგისტრირებულ კომპანიაში წილის 100%-ს ფლობს და თავადაა დირექტორიც;
  2. შპს ცენტრა ისთეით - 2022 წელს რეგისტრირებულ კომპანიას ასევე გუჯაბიძე ფლობს და დირექტორიც თავადაა;
  3. შპს ანაგურელი - 2017 წელს რეგისტრირებული კომპანიის 66.6 პროცენტი გუჯაბიძეს ეკუთვნის, 33.3% ნინო გიორგაძეს დირექტორი კი პაატა ზაქარაშვილია;
  4. შპს ურბან სერვისი - კომპანიის წილის 50%-ს გიორგი გუჯაბიძე ფლობს, 50%-ს სოფიო ფურცელაძე, რომელიც ამასთან კომპანიის დირექტორიცაა;
  5. შპს ურბან.ჯი - 2017 წელს რეგისტრირებულ კომპანიაში წილები და პოზიციები ანალოგიურად ნაწილდება;
  6. შპს ვილა ჰერეთი - კომპანიის წილის 50% გიორგი გუჯაბიძეს ეკუთვნის, 50% კი ნინო გიორგაძეს;
  7. შპს მეღვინეობა ანაგურელი - კომპანიის წილის 25%-ს გიორგი გუჯაბიძე ფლობს, 25%-ს ნინო გიორგაძე, 50%-ს კი ზაქარია ზალიკაშვილი;
  8. შპს გლდანი კომფორტი - კომპანიის 50%-ს გიორგი გუჯაბიძე, 50%-ს კი ირაკლი ტყემალაძე ფლობას;
  9. შპს ლუგო - 50%-ს გიორგი გუჯაბიძე, 50%-ს კი ლუხუმი ჭანტურიძე ფლობს;
  10. შპს ევრაზია ლოჯისტიკ - კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორი გუჯაბიძეა;
  11. შპს საქართველოს ვენდინგის კო - ამ შემთხვევაში დამფუძნებელიც და დირექტორიც გიორგი გუჯაბიძეა;
  12. შპს სოლიდ + - მესაკუთრე და დირექტორი აქაც გიორგი გუჯაბიძეა;
  13. ს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი - სააქციო საზოგადოების წევრები არიან: ნუგზარ გაგნიძე და ლია კალანდარიშვილი. დირექტორი გიორგი გუჯაბიძეა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები