მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის და რა ვიცით "Eagle Hills საქართველოს" დირექტორის შესახებ?

იგლ ჰილსი

საჯარო რეესტრში "Eagle Hills საქართველოს" სარეგისტრაციო მონაცემების განახლების შემდეგ, ცნობილი გახდა, კომპანიის გენერალური დირექტორის ვინაობა.

საჯარო რეესტრის მიერ ატვირთული განახლებული მონაცემების მიხედვით, "იგლ ჰილს საქართველოს" გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.

ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი Eagle Hills-ის პროექტებში მენეჯერის პოსტს საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იკავებს. ის ასევე არის მონტენეგროში Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორი.

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელია Eagle Hills Development Holdings Limited, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და მესაკუთრე კი მილიარდერი მოჰამედ ალაბარია.

"Eagle Hills საქართველომ" საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ 18 ნოემბერს მიმართა. წარდგენილი ცვლილებები კაპიტალის ცვლილებასა და A და B კლასის წილების გამოშვებას ითვალისწინებდა, თუმცა რეესტრმა 19 ნოემბერს მიუთითა, რომ მოთხოვნილი ცვლილებები "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა და კომპანიას დოკუმენტაციის განახლებისთვის 30-დღიანი ვადა მისცა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის, კერძოდ, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. სახელმწიფო პროექტში შედის მხოლოდ მიწით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები