მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ლიეტუვის ახალი პრემიერი ინგა რუგინენე?

ლიეტუვას ახალ პრემიერ-მინისტრად ინგა რუგინენე დამტკიცდა – 44 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ქვეყნის ისტორიაში მესამე ქალია ამ პოსტზე. მისი არჩევა ყოფილი პრემიერის, გინტაუტას პალუცკასის სკანდალურ გადადგომას მოჰყვა. რუგინენე პროფესიით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტია, თუმცა კარიერა პროფკავშირებში გაიკეთა, სადაც წლების განმავლობაში შრომის პირობებისა და დასაქმებულთა უფლებების დაცვით გახდა ცნობილი. პარლამენტისა და პრეზიდენტის მხარდაჭერით, ახლა მის წინაშე მთავარი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები