26 წლის ლიკა კეშელავა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ახალი სტიპენდიანტია. გამარჯვებული 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბერლინში, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე ისწავლის. საქართველოს ბანკის და Miami Ad School europe-ის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.