მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის TOP 10 იმპორტიორი, რომლის რეალიზაციაც 1-ელი იანვრიდან იკრძალება?

პლასტმასი

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში, საქართველოში პლასტმასისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტის ღირებულებამ 22.4 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ფიზიკურმა მოცულობამ - 5 827 ტონა. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში პლასტმასის პროდუქტების იმპორტი 22.9 მლნ დოლარს და 5 945 ტონას შეადგენდა.

წლის ჭრილში, პლასტმასისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტის ღირებულება 2.3%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ფიზიკური მოცულობა 1.9%-ით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებს, რომ იმპორტირებული პლასტმასის პროდუქციის საშუალო ფასი გაიზარდა, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულის გაძვირებას, ასევე პროდუქციის ასორტიმენტის ცვლილებას.

პლასტმასისგან წარმოებული პროდუქტების იმპორტში წამყვან პოზიციას თურქეთი იკავებს. 2025 წლის იანვარ–ოქტომბერში, საქართველომ თურქეთიდან 12.1 მლნ დოლარის პლასტმასის პროდუქცია შემოიტანა, საერთო მოცულობით 3 385 ტონა.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, საიდანაც იმპორტის ღირებულებამ 4.7 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მოცულობამ - 1 399 ტონა. შემდეგ პოზიციებზე არიან: უკრაინა - 734 ათასი დოლარი, 85 ტონა; ირანი - 671 ათასი დოლარი, 354 ტონა და გერმანია - 541 ათასი დოლარი, 27 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 1 იანვრიდან საქართველოში პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის იმპორტი უნდა აიკრძალოს. ამრიგად, BM.GE დაინტერესდა, იმ TOP 10 კომპანიით, რომლებიც პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის იმპორტს ახორციელებენ.

გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ კომპანიების ჩამონათვალს:

  • იმ სუნაია ხალილოვა
  • შპს გოლდ პაკი
  • შპს გორგია
  • შპს ევრო პაკი
  • შპს ელდარ
  • შპს თურსა
  • შპს ლანჩ გრუპ
  • შპს ლუქსპლას
  • შპს ნიუვეი
  • შპს სუპერი

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები