მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის თიბისის ტექნოლოგიური სტაფი? – „ამის სამი წყარო გვაქვს“

616bc7694eb63
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 16:20
2593
ვინ არის თიბისის ტექნოლოგიური სტაფი? - ამის შესახებ თიბისის IT მიმართულების ხელმძღვანელმა ბიძინა მაცაბერიძემ გადაცემა Forbes-კვირაში ისაუბრა. მისი თქმით, ბანკს ტექნოლოგიური სტაფის სამი წყარო აქვს.

„ერთი არის ადგილობრივი ბაზარი, ვიტყოდი რომ უმაღლესი კვალიფიკაციის კადრები ჩვენს ბაზარზე ნამდვილად არიან, ასევე სიამაყით ვიტყვი, რომ მათი დიდი ნაწილი ჩვენი გუნდის წევრები არიან. მეორე არის ჩვენი IT აკადემია, რომელიც შევქმენით იმისათვის, რომ არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის გაგვემდიდრებინა ბაზარი. ზოგადად, ყველა ტექნოლოგიური კომპანიაა, ზოგი ხვდება ამას, ზოგი ჯერ ვერ. მოთხოვნა კი მუდმივად იზრდება. ჩვენი მიზანი ცოტა უფრო ფართო იყო, ამიტომ IT აკადემიის ძირითადი იდეა ის იყო, რომ დაქირავებული სპეციალისტების დახმარებით კურსების მომზადება დავიწყეთ, დღეს კი უკვე ჩვენი თანამშრომლები ასწავლიან ამ აკადემიაში.

და მესამე წყარო არის სწორედ საერთაშორისო სპეციალისტები. ეს არა იმიტომ რომ ხალხი არ გვყოფნის, არამედ იმისთვის რომ თვალსაწიერი გავაფართოვოთ, სხვების გამოცდილება ვნახოთ, არაფინანსური ორგანიზაციების გამოცდილებას ვეზიაროთ, ვინაიდან ჩვენც გავცდით საბანკო სფეროს. საქმე ძალიან საინტერესო გახდა. საერთაშორისო ბაზარზე ჩვენ ყოველთვის ვეძებთ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს“, - განაცხადა ბიძინა მაცაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები