მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის ყოფილი ბალერინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი ქალი მილიარდერი გახდა?

ლუანა ლოპეს ლარა

ყოფილი პროფესიონალი ბალერინა, 29 წლის ლუანა ლოპეს ლარა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მილიარდერი გახდა, რომელმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვა, მას შემდეგ, რაც მისი საპროგნოზო სტარტაპის, Kalshi-ს შეფასებამ $11 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ლარამ ეს ტიტული Scale AI-ის დამფუძნებელ ლუსი გუოს ჩამოართვა, რომელმაც, თავის მხრივ, ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარ ქალ მილიადერებში პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტი სულ ცოტა ხნის წინ ჩაანაცვლა.

Kalshi-მ 1 მილიარდი დოლარი მოიზიდა დაფინანსების ახალ რაუნდში, რომელსაც კრიპტოზე ორიენტირებული ვენჩურული კაპიტალის ფირმა Paradigm ხელმძღვანელობდა. დაფინანსების მოზიდვამ ორივე თანადამფუძნებელი - ლოპეს ლარა და ასევე 29 წლის ტარეკ მანსური - მილიარდერთა რიგებში გადაიყვანა; თითოეული მათგანის ქონება ამჟამად 1.3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

რა არის Kalshi?

პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფსონი დადონ მომავალ მოვლენებზე - არჩევნებიდან და სპორტიდან დაწყებული, პოპკულტურის მომენტებით დამთავრებული - ივნისში $2 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ივლისის შემდეგ კი კაპიტალიზაცია რვაჯერ გაიზარდა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, Polymarket-მა, რომელიც ახლა $9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, იმავე პერიოდში ბრუნვის გასამმაგება დააფიქსირა.

2019 წელს დაარსებული Kalshi საპროგნოზო ბაზრის პირველი ფედერალურად რეგულირებადი პლატფორმა გახდა, როდესაც 2020 წელს CFTC-ის (საქონლის ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია) თანხმობა მოიპოვა - ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც ის არარეგულირებადი კონკურენტებისგან გამოარჩია.

დღეს Kalshi-ს ყოველკვირეული ბრუნვის 90%-ზე მეტი, რაც $1 მილიარდ დოლარს აღემატება, სპორტულ კონტრაქტებზე მოდის. კომპანია სწრაფად გაფართოვდა: მოახდინა ინტეგრაცია Robinhood-სა და Webull-თან, ლიკვიდობისთვის ჩართო ჰეჯ-ფონდი Susquehanna International Group და დაიწყო პარტნიორობა ჰოკეის ეროვნულ ლიგასთან (NHL), StockX-თან და Solana-სთან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი დაფინანსება საბროკერო კომპანიებთან ინტეგრაციის გაფართოებასა და ახალი ამბების სააგენტოებთან ახალი პარტნიორობის დამყარებას მოხმარდება.

ბრაზილიაში დაბადებული ლოპეს ლარა ბალეტის სკოლაში სწავლობდა. ავსტრიაში მოღვაწე ყოფილმა პროფესიონალმა ბალერინამ აკადემიურ სფეროშიც გამოიჩინა თავი და აშშ-ში, მასაჩუსტეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების სასწავლად გაემგზავრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები