მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ და რა პირობებით შეძლებს სესხის და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას?

5fc9d8bef1a95
ვიქტორია მღებრიშვილი
04.12.20 11:45
937
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან რესტორნები და ივენთ კომპანიები „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში სესხისა და ლიზინგის სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას შეძლებენ.

აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადებს მიღება დღეიდან დაიწყება, რასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სუბსიდირების პროგრამის მიზნებსა და მასში ჩართვის პირობებს განმარტავს.

„პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 4 დეკემბრიდან აცხადებს განაცხადების მეორე ნაკადის მიღებას „ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ კომერციული ბანკისგან/ლიზინგის გამცემისგან მიღებული სესხის/სალიზინგო პროექტის სუბსიდირების მექანიზმი“ პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში ან ლიზინგის გამცემთან აღებული და შეთანხმებული სესხების ან სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ და, შესაბამისად, ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდათ”, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, სუბსიდირების პროგრამის პირობები შემდეგია:

• აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2020 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 12 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამური ოდენობის სუბსიდირებას განახორციელებს, რომელიც ამ სესხზე 1 მარტის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით დაითვლება;
• თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 მარტამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 მარტის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად;
• კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში;
• კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხი, მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად უნდა ირკვევეოდეს, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია მეწარმე სუბიექტის მიერ შესაბამისი პროფილით საქმიანობისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით;
• ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემულ მოძრავი ნივთზე, მეწარმე სუბიექტის ბიზნეს გეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალებას პირი იყენებს საკვებისა ან/და სასმელის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;
• ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა იყოს რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), საქმიანობის პროფილის დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად ირკვეოდეს, რომ ის ღონისძიებების; შეკრებების; გამოფენების; კინოთეატრებში; კინო კლუბებში; ღია ცის ქვეშ ან სხვა სადემონსტრაციო ადგილებში კინოფილმების ან ვიდეოფილმების დემონსტრირების, შეხვედრების, წვეულებების ორგანიზებას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ადგილებში პერსონალის მართვითა და მიწოდებით ახორციელებს, ასევე საკვების მიწოდების სერვისით ან ამ სერვისის გარეშე, კომერციულ ბანკთან ან ლიზინგის გამცემთან გაფორმებული უნდა ქონდეს სესხის ან ლიზინგის ხელშეკრულება.
• ამასთან, აღსანიშნავია, რომ საბანკო ან სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის ბიზნეს სუბიექტს არ უნდა გააჩნდეს სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები