მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ვინ და რამდენი დახარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის


სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10, 583 022 ლარი გამოიყო, რომლის დიდი ნაწილი (10,034,572 ლარი) არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე დაიხარჯა. საბიუჯეტო თანხების დარჩენილი ნაწილი კი არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებას მოხმარდა.

არჩევნები ქვეყნისთვის არც თუ ისე იაფი სიამოვნებაა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი გამოყო, მეორე ტურისთვის კი 10,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ჯამურად 49,5 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ მიღებულ შემოსავლებს და ხარჯებს, ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ მხოლოდ 29 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის მდგომარეობით. მათ მიერ აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაზე 2 მილიონ 219 ათას ლარზე მეტი დახარჯეს. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც შემოწირულობებს, ისე საბიუჯეტო დაფინანსებას და სხვადასხვა კატეგორიის ხარჯს.

29 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა შემოსავლის სახით 2 მილიონ 68 ათას ლარზე მეტი მიიღო, რაც ძირითადად შემოწირულობის სახით მიღებული ფულადი თანხებია. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოწირულობა გაიღეს არამარტო ფიზიკურმა , არამედ იურიდიულმა პირებმაც.
სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ხუთჯერ ნაკლები შემოსავალი მიიღო პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ. აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მათი შემოსავალი ნახევარ მილიონსაც არ აღწევს. ამ შემთხვევაშიც შემოსავლებს ძირითადად შემოწირულობებიდან მიღებული ფულადი სახსრები განსაზღვრავს.

რაც შეეხება ხარჯებს, სალომე ზურაბიშვილმა 17 დღეში მილიონ ნახევარზე მეტი ლარი დახარჯა. თანხების ყველაზე დიდი წილი სარეკლამო კამპანიაზე დაიხარჯა. მასში შედის როგორც სატელევიზიო, ისე გარე რეკლამის ხარჯები.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიერ საპრეზიდენტო კამპანიისთვის გაღებულ ხარჯებს, 29 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე პერიოდში მათ 449 ათას 190 ლარი დახარჯეს. მათ შემთხვევაშიც თანხების დიდი წილი სარეკლამო ხარჯებზე მოდის.

საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ მიღებული შემოსავლები და ხარჯები, რა თქმა უნდა, არ ასახავს სრულ სურათს, რადგან მათ წარსადგენი აქვთ 14 ნოემბრიდან მეორე ტურის არჩევნებამდე ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები