ანაკლიის პორტის პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება, მისი სრული ღირებულება კი 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარია. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ კვირას ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა განაცხადა, რომ პირველი ფაზის ინვესტიცია სრულად შეავსო, მას შემდეგ, რაც პროექტის დაფინანსებაში გერმანიისა და ნიდერლანდების განვითარების ბანკები შევიდნენ, თუმცა, bm.ge დაინტერესდა სრული სიით; დამფინანსებლებს შორის არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ოპიკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, საპარტნიორო ფონდი და ა.შ. ასევე პროექტს აფინანსებენ მისი აქციონერები: თიბისი ჯგუფი, ამერიკული კონტი და სხვა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ოფიციალურად, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. საუბარია, პორტის პირველ ფაზაზე, რომლის ღირებულება 600 მილიონი დოლარია. შედეგად, ცნობილია, რომ პორტმა პირველი გემი 2020 წლის ბოლოს უნდა მიიღოს. პროექტის სრული ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.