წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია რობერტ ჰოლმა და მაიკლ ვუდფორდმა მიიღეს. მათ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო ეკონომიკური კრიზისების შემსუბუქების გზების აღმოჩენისათვის გადაეცათ.
მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ შეიძლება ეკონომიკური აღმავლობისა და ვარდნის პერიოდების დაბალანსება და რეცესიული ფაზების მაქსიმალურად შემცირება.
ამ მეცნიერების ნაშრომებმა ფუნდამენტურად შეცვალეს ცენტრალური ბანკების მიდგომა ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის მიმართ და თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა მათ მოღვაწეობას გლობალურ მონეტარულ პოლიტიკაზე, ამის შესახებ დღეს დეტალურად მოგიყვებით.
ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობა ყოველთვის იცვლება. ის ხან იზრდება, ხან კი ეცემა, რაც საზოგადოებაზე მძიმედ აისახება. ჰოლმა და ვუდფორდმა გამოიკვლიეს, თუ როგორ შეერბილებინათ ეს რყევები და ცენტრალური ბანკებისთვის ძალზე ეფექტური იარაღი გადაეცათ.
მათი მთავარი ჰიპოთეზა მარტივია: ეკონომიკას ვერ დავასტაბილურებთ, თუ არ გავიგებთ ჩვეულებრივი ადამიანებისა და კომპანიების ქცევას. მეცნიერებმა დააკავშირეს დიდი ეკონომიკური პროცესები, ანუ მაკრო-მოვლენები მიკრო დონესთან. მათ აჩვენეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა განწყობას, მოლოდინებსა და ბაზარზე არსებულ ინფორმაციას ეკონომიკური განვითარების ტრაექტორიაზე.
მათი კვლევის მიხედვით, კრიზისის დროს ფასები და ხელფასები მყისიერად არ ეცემა. სწორედ ეს შეყოვნება იწვევს უმუშევრობას. ვუდფორდმა დაამტკიცა, რომ ცენტრალური ბანკის მთავარი იარაღი საზოგადოების მოლოდინების მართვაა და არა განაკვეთის აწევ-დაწევა. მისი აზრით, ეკონომიკის მართვა მომავლის სწორად პროგნოზირების და მოლოდინების მართვის ხელოვნებაა.
ჰოლმა კი შრომის ბაზარი შეისწავლა. მან აჩვენა, რომ დამსაქმებელსა და მუშახელს შორის კავშირის დამყარებას დრო სჭირდება. ეს დაკარგული დრო კი პირდაპირ აფერხებს ეკონომიკის სწრაფად აღდგენას, ამიტომ მთავრობის მიზანი მუდმივად უნდა იყოს მაქსიმალური დასაქმების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად FED-ისა თუ ECB-ის ძირითადი მანდატია.
ნობელის პრემიის ლაურეატების ამ მიგნებებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების მუშაობის პროცესში. ცენტრალური ბანკირების არსენალში გაჩნდა ახალი იარაღი, ე.წ. ფორვარდული ორიენტაცია (Forward Guidance). ეს ნიშნავს, რომ ბანკი წინასწარ და ღიად ეუბნება ხალხს თავის სამომავლო გეგმებს. ასეთი გამჭვირვალობა ბაზარზე პანიკას ამცირებს და ეკონომიკური რეცესია გაცილებით მსუბუქად ჩაივლის. ფორვარდული ორიენტაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ინვესტორები უფრო დიდი ყურადღებით აკვირდებიან, ვიდრე უშუალოდ ცენტრალური ბანკის ამჟამინდელ გადაწყვეტილებას, რადგან ინვესტორებს აინტერესებთ ის, თუ რა იქნება მომავალში და არა ის, თუ რა ხდება დღეს. თუ ინვესტორებმა ზუსტად იციან, რას აპირებს ცენტრალური ბანკი, ეს რისკის პრემიას ამცირებს და ბაზარს ამშვიდებს, რადგან რისკი, თავისი არსით, ყოველთვის განუჭვრეტელი მომავლიდან მომდინარეობს.
სწორედ ამ პრაქტიკული და ორიგინალური იდეების პოპულარიზაციის გამო დაიმსახურეს რობერტ ჰოლმა და მაიკლ ვუდფორდმა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო. მათ შექმნეს რეალური იარაღი კრიზისების წინააღმდეგ, რომელსაც დღეს თითქმის ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად იყენებს. ფუნდამენტურად, იდეა მარტივია: რისკის გეშინია მაშინ, როცა არ იცი, რა მოხდება მომავალში; შიში კი რეცესიის მთავარი მიზეზია.
























