მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის პოსტს?

59f9bace83261
ელენე გოგბერაშვილი
01.11.17 16:12
2419
სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. მიუხედავად იმისა, რომ "სახალხო დამცველის შესახებ" კანონით შესაძლებელია ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი ორჯერ აირჩეს, სავარაუდოდ მმართველი გუნდი მის კანდიდატურას აღარ წარადგენს.

"საქმის კურსის" წყაროს ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე ენერგო ომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის კანდიდატურა განიხილება. "საქმის კურსთან" საუბარში ენერგო ომბუდსმენი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მასთან ოფიციალური საუბრები არ ყოფილა.

"ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კონსულტაციები არ ყოფილა, შესაბამისად საფუძველი იმისა, რომ ჩემი სახალხო დამცველი პოსტზე განხლვის შესახებ ინფორმაცია დაგიდასტუროთ არ არსებობს. 10 წელი სახალხო დამცველის აპარატში გავატარე და ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება სახალხო დამცველის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით არ ყოფილა, შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რომ მე სახალხო დამცველის პოსტზე მოვიაზრები", - განუცხადა ენერგო ომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა "საქმის კურსს".

საპარლამენტო უმრავლესობა არ გამორიცხავს სახალხო დამცველის პოსტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები განიხილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები