მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?" - დეპუტატის კითხვა და მამუკა ხაზარაძის პასუხი

5c7d0bf0a3af6
თელარა გელანტია
04.03.19 15:27
1748
მე მგონი, უკვე ყველა დგას”, - ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ „ევროპული-საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის კითხვას - “ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

ხაზარაძის თქმით, „როგორც ჩანს ვიღაცას ისინი არ მოეწონა“.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით TBC ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

“ მე არ ვიცი რა არის ამის მიზეზი; დღესაც ვერ გავიგე, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ვინემესთან შეკრულები ვართ, ასე არაა. მე პირველად ვარ პარლამენტის წინაშე. არავისთან თქვენთან კონტაქტი არ მქონია, არა იმის გამო რომ მერიდება, არამედ საქმე გვაქვს ბევრი. პოლიტიკურ პროცესებში ჩარეულები არ ვართ. ეტყობა ვიღაცამ რაღაც გადაწყვიტა და ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი ხდება ამიტომ, რაც ხდება”, - აცხადებს ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები