მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვინ გითხრათ, რომ მთავრობიდან მივდივარ? ჯერ ვასრულებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობას"

582f0e69f26dc
BM.GE
18.11.16 18:19
1433
"აქედანაც ფინანსთა სამინისტროში წავალ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 250 კილომეტრია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ ხადურმა TV პირველის პირადაპირ ეთერში. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე ხადურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

"ვინ გითხრათ, რომ მთავრობიდან მივდივარ? ჯერ მე ვასრულებ ფინანსთა მინისტრის მოვალეობას, კონსულტაციები გრძელდება და პრემიერი გადაწყვეტს ვინ წავა მთავრობიდან და ვინ დარჩება. აქედანაც ფინანსთა სამინისტროში წავალ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 250 კილომეტრია", - განაცხადა ხადურმა. მანვე მისი მინისტრობის 4 წლიანი პერიოდი შეაფასა:

"ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბევრი მიმართულებით. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არაა და ახალი მთავრობა და პარლამენტი იმედია რომ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს, რათა ეს პროგრესი იგრძნოს მოსახლეობამ", - განაცხადა ხადურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები