მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვინ გვწამლავს უნდა ვიცოდეთ”- მოძრობა ჩემი ქალაქი მკლავს პარლამენტს მორიგი ინიციატივით მიმართავს

რუსთავი საწარმო გამონაბოლქვი

"ვინ გვწამლავს უნდა ვიცოდეთ"- მოძრაობა ჩემი ქალაქი მკლავს პარლამენტისთვის მორიგი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს გეგმავს. ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მდებარე საწარმოები ვალდებულები იქნებიან გაასაჯაროონ მონაცემები იმის შესახებ თუ რა ზიანს აყენებენ გარემოს.

მოძრაობის დამფუძნებლის გიორგი ჯაფარიძის თქმით, ეს მონაცემები უნდა იყოს საჯარო და მისი გამოქვეყნების ვალდებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის თავზე უნდა აიღოს.

“წელს დიდი ალბათობით კანონს დავაინიცირებთ, უმეტესობა საწარმოებს ვალდებულება აქვთ,რომ მილში დამონტაჟებული ჰქონდეთ შესაბამისი საზომი აპარატი, რომელმაც ჰაერის დაბინძურების დადგენილი მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა გათიშოს საწარმოო პროცესი. საკანონმდებლო ინიციატივა გვინდა დავაინიციროთ იმ მიმართულებით, რომ ვალდებულება ჰქონდეს ნებისმიერ საწარმოს და გარემოს დაცვის სამინისტროს, გაასაჯაროონ მონაცემებე 24 საათიან რეჟიმში, კონკრეტულად რომელი საწარმო რა მიმართულებით აბინძურებს გარემოს. ჩეხეთში არის მსგავსი პრაქტიკა, რომლის გადმოტანაც შეიძლება. ამ კუთხით ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას.

საჯაროობას ვითხოვთ ჩვენ, არ ვიცით რომელი ქარხანა როგორ აბინძურებს გარემოს. როცა ეს ყველაფერი იქნება საჯარო ეს მონაცემები გასაჯაროვდებს და საზოგადოება დაინახავს რომელი საწარმო რა დონით აბინძურებს გარემოს. აქ გამოჩნდება რამდენად ხდება კანონის აღსრულება. ვინ გვწამლავს უნდა ვიცოდეთ, დღეს დრაკონი უნდა მოკლა, რომ გაიგო სად რომელ ქარხანა ამ მიმართულებით რა მონაცემები ჰქონდა.”- აცხადებს მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები