პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმადაც საბჭო 15 წევრისგანაა დაკომპლექტებული.
7 მაისის N 90 ბრძანებით განსაზღვრული შემადგენლობა შემდეგია:
- სერგო ჭელიძე – შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარე;
- ვასილ გონაშვილი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
- ზურაბ ქავთარია - ა(ა)იპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – საბჭოს მდივანი;
- ივანე აბაშიძე – სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი;
- ნათია ჯოჯუა - შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
- რიმა ბერიაშვილი – სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ამავე უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
- მარიამ ბოჭორიშვილი – ა(ა)იპ ტად ვიკის დირექტორი, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელი;
- თამარ გამსახურდია - შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;
- ციური დურული - სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
- ლევან ვეფხვაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
- ნინო მინდიაშვილი - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
- ნარგიზ ფალავანდიშვილი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უწივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
- ეკატერინე შაკიაშვილი – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი;
- ნინო ჩინჩალაძე – ა(ა)იპ ფონდი საერთაშორისო განათლების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
- ბაქარ ბერეკაშვილი – შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი.



























