მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ითვლება ოლიგარქად „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტით?

636e66e9608cb
BM.GE
11.11.22 19:30
546
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს და მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტში გაწერილია რა იგულისხმება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმებად და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენად.

პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს.

კანონპროექტით, ასევე, წესრიგდება პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები და ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვის საკითხი.

კანონპროექტის ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების („დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების) მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები