მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყო ჩარლი მანგერი?

ჩარლი მანგერი

Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარე, უორენ ბაფეტის მარჯვენა ხელი და ლეგენდარული ინვესტორი, ჩარლი მანგერი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბაფეტის განცხადებით, ჩარლის შთაგონების, სიბრძნისა და მონაწილეობის გარეშე, Berkshire Hathaway ვერ იქნებოდა ის, რაც დღეს არის. Berkshire-ი კი დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საფინანსო-საინვესტიციო კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 783 მილიარდ დოლარს შეადგენს და პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ის მე-9 ადგილს იკავებს.

Berkshire-ის წარმატებაში ჩარლი მანგერს ლომის წვლილი მიუძღვის. ის კომპანიას 1978 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ მანგერი განათლებით ფინანსისტი არ იყო, მან ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა და წლების განმავლობაში ის იურიდიული საქმიანობით იყო დაკავებული.

1962 წელს მან იურიდიული ფირმა Munger, Tolles & Olson LLP დააფუძნა, რომელიც საკმაოდ წარმატებული კომპანია იყო. ამის შემდეგ მანგერის ცხოვრებაში ახალი ეპოქა დაიწყო, რაც Wesco Financial Corporation-ის თავმჯდომარეობას უკავშირდებოდა. სწორედ ამ სამსახურიდან აღმოჩნდა ის უორენ ბაფეტის წრეში, რადგან ამ პერიოდში Berkshire-მა Wesco-ს აქციები შეისყიდა და მისი უმსხვილესი ინვესტორი გახდა.

როგორც ბაფტი იხსენებს, მან ჩარლი მანგერს უთხრა, რომ იურიდიული საქმიანობა კარგი იყო, მაგრამ ამ ხელობით ბევრი ფული არ იშოვებოდა, მანგერიც დაეთანხმა და სწორედ ასე აღმოჩნდა ის Berkshire-ის გუნდში.

ათწლეულების განმავლობაში, ომაჰაში Berkshire-ის ხელმძღვანელების სიტყვით გამოსვლა საინვესტიციო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ დროს ბაფეტი და მანგერი რამდენიმე საათიან შეხვედრას მართავდნენ ინვესტორებთან და მათთან ათას საჭირბოროტო საკითხზე საუბრობდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრების დროს უცვლელი მხოლოდ ორი რამ იყო: მოხუცი ინვესტორების მხნეობა და კოკა-კოლა, რომელსაც მანგერი და ბაფეტი მთელი ცხოვრება სიამოვნებით მიირთმევდნენ.

თავისი 99-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, მანგერმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ქონების დაგროვება შეძლო, თუმცა ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით თუ როგორ გაიზარდა მისი საყვარელი Berkshire Hathaway ამ პერიოდის განმავლობაში.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.