ბერლინში ახალი კოალიცია ყალიბდება. ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, სავაჭრო დაძაბულობისა და გერმანიის ეკონომიკის შესუსტების ფონზე ახალ მოკავშირეებს იძენს.
მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა მთავრობაში თავისი კანდიდატები 28 აპრილს წარადგინა, თუმცა მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები თავიანთ კანდიდატურას ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების პოზიციაზე, მოგვიანებით წარადგენენ.
კოალიცია ქვეყნის მართვას 6 მაისიდან შეუდგება, ახალი მთავრობა კი ჯერჯერობით ასე გამოიყურება:
ეკონომიკის მინისტრი - კატერინა რიჩი - 51 წლის რიჩი რეგიონული ენერგოინფრასტრუქტურის კომპანია Westenergie-ს აღმასრულებელი დირექტორია. თვითონ კომპანია ევროპის ენერგეტიკული ქსელის უმსხვილესი ოპერატორის E.ON-ის დივიზიაა. რიჩი ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია გერმანულ კომპანია Schaeffler-სა და შვედურ ენერგოკომპანია Ingrid Capacity-ში. გერმანიის პარლამენტის წევრი 1998-2015 წლებში.
საგარეო საქმეთა მინისტრი - იოჰან ვეიდპული - 62 წლის ვეიდპული გერმანიის წამყვანი დიპლომატის როლზე ანალენა ბერბოკს ჩაანაცვლებს.
შინაგან საქმეთა მინისტრი - ალექსანდერ დობრინტი - 54 წლის პოლიტიკოსი 2013-2017 წლებში, ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში, ტრანსპორტის მინისტრი იყო. ბუნდესტაგის პარლამენტის წევრია 2002 წლიდან.
კანცელარიის შტაბის უფროსი - თორსტენ ფრეი - მერცის მარჯვენა ხელი, 51 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ბუნდესტაგში მანდატს 2013 წლიდან იკავებს.
ციფრული მინისტრი - კარსტენ ვაილდბერგერი - 55 წლის, გერმანული ტექკომპანია Ceconomy-ის აღმასრულებელი დირექტორი პოზიციას ტოვებს და მთავრობაში მოდის.
ტრანსპორტის მინისტრი - პატრიკ შნაიდერი - 56 წლის. გერმანული პარლამენტის წევრი 2009 წლიდან.
ჯანდაცვის მინისტრი - ნინა ვარკენი - 45 წლის. პარლამენტის წევრი 2013 და 2017 წლებში. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია 2018 წლიდან.
განათლებისა და ოჯახის მინისტრი - კარინ პრიენი - 59 წლის პოლიტიკოსი ქვეყნის მართვის ფედერალურ დონეზე გადაინაცვლებს. იგი ჩრდილოეთ გერმანიაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის რეგიონულ სამინისტროს 2017 წლიდან უძღვება.



























