France Football-მა ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალიდან რამდენიმე დღეში, ხმის მიცემის დეტალები გამოაქვეყნა. ხმის მიცემა FIFA-ს რეიტინგში მყოფი მოწინავე ასეულის ქვეყნის ჟურნალისტებს შეეძლოთ და ეს უფლება ასიდან 92-მა გამოიყენა. პირველ ადგილზე არჩეულ ფეხბურთელს 6 ქულა ერგება, მეორე ადგილზე გასულს - 4, მესამეზე - 3, მეოთხეზე - 2, ხოლო მეხუთეზე - ერთი.
გამარჯვებულმა ლიონელ მესიმ 462 ქულა მიიღო და 105 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ერლინგ ჰალანდს (357 ქულა). მესამე ადგილოსანმა კილიან მბაპემ 270 ქულა დაიმსახურა, ხოლო 100-ქულიანი ბარიერი კიდევ ერთმა მოთამაშემ, მეოთხე ადგილზე გასულმა კევინ დე ბრუინმა (100 ქულა) დაძლია.
“ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ოქროს ბურთზე პირველად იყო ნომინირებული, მოწინავე ხუთეულში სულ 4-მა ქვეყანამ შეიყვანა, ესენი არიან: საქართველო (მე-3 ადგილი), სომხეთი, იორდანია და იტალია (ყველა მე-5 ადგილი). ჯამში ხვიჩამ ექვსი ხმა მიიღო, ზუსტად იმდენი, რამდენიც ოქროს ბურთის შარშანდელმა გამარჯვებულმა კარიმ ბენზემამ.
30 ნომინანტი ფეხბურთელიდან ხმა 25-მა მიიღო, ხოლო მუსიალა, დიაში, კოლო მუანი, ბარელა და ედეგორი უქულოდ დარჩნენ.
მთლიანობაში კი ხმის მიცემის შედეგები ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (არგენტინა) – 462
2. ერლინგ ჰაალანდი (ნორვეგია) – 357
3. კილიან მბაპე (საფრანგეთი) – 270
4. კევინ დე ბრუინი (ბელგია) – 100
5. როდრი ერნანდესი (ესპანეთი) – 57.
6.ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია) – 49
7. ხულიან ალვარესი (არგენტინა) – 28
8. ვიკტორ ოსიმენი (ნიგერია) – 24
9. ბერნანდო სილვა (პორტუგალია) – 20
10. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია) – 19
11.მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე) – 13
12. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) – 12
13. იასინ ბონო (მაროკო) – 10
14. ილქაი გიუნდოგანი (გერმანია) – 8
15. ემილიანო მარტინესი (არგენტინა) – 7
16. ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი) – 6
17. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 6
18. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი) – 5
19. ჰარი კეინი (ინგლისი) – 4
20. ლაუტარო მარტინესი (არგენტინა) - 4