საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება.- გარდა ამ მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთი ტიპის მონაცემებს, როგორიცაა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ცნობას, სტატუსს, სახელწოდებას, სამართლებრივ ფორმად და ა.შ - საგადასახადო საიდუმლოება საქართველოში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაცული. და როგორც აღმოჩნდა კანონი მოქმედია იქამდე, ვიდრე მმართველი პარტია თავისუფლად მოაზროვნე, თუნდაც კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების და ამ შემთხვევაში ბიზნესის ე.წ გაშავების კამპანიას დაგეგმავს. გასული კვირის განმავლობაში ბიზნესების ნაწილისათვის, რომლების ხმამაღლა ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და იმისთვის რომ სოციალურ და ეკონომიკური კრიზისად არ გადაიქცეს აუცილებელია გამოსავლის მოძებნა და ამავე დროს გამოსავლად აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და არჩევნების ჩატარება მიაჩნიათ ქართულმა ოცნებამ საპასუხო კამპანია დაგეგმა. ხელისუფლებისადმი ლოიალური მედიებისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების სინქრონიზებულმა მოქმედებამ კონტექსტიდან ამოგლეჯილად და როგორც გაირკვა რამდენიმე შემთხვევაში არასწორადაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის მქონე კომპანიების გაშავება სცადა- გზავნილი ერთი იყო რუსეთთან მოვაჭრე ბიზნესს როგორ შეიძლება ევროპა უნდოდეს ? ვინ რას და როგორ ვაჭრობს რუსეთთან ამაზე საჯარო და ლეგალურად მიღებული ინფორმაციიდანაც კარგად ჩანს თუმცა ამის შეფასებას ბიემჯი არ გეგმავს, არჩევანი ყველასთვის თავისუფალი უნდა იყოს ისივე როგორც კანონი ყველა შემთხვევაში უზენაესი განურჩევლად პოლიტიკური მოტივებისა.