ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 10-ის ინფიცირების წყარო უცნობია.
როგორც ეზუგბაიამ თქვა, ახალი შემთხვევებიდან 29 ბათუმს უკავშირდება, ხოლო 5-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
„87 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 29 არის ბათუმის შემთხვევა, 24 არის ქუთაისის სკოლის შემთხვევები, 12 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო მძღოლია, 3 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 10 შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.